The First International Auction in Tbilisi

A New Structure for the Georgian Art Market by Archil Chikovani

Tbilisi has firmly established itself as a primary centre for contemporary art in the region. Institutional platforms such as the Tbilisi Art Fair have consistently validated the quality of the regional market for a global audience, proving that the city is a functional hub for collectors and gallerists. The logical next step for this expanding ecosystem is the further evolution of a reliable secondary market. On 27 April, this structural requirement will be met when Tbilisi hosts its first international art auction, signalling a definitive shift from regional emergence to global market integration.

The physical reality of this shift is currently visible at the Museum of Modern Art in Tbilisi. The museum’s galleries are hosting a pre-sale exhibition where works by foundational Georgian artists hang alongside established contemporary figures. The presence of lot numbers beside traditional gallery wall texts indicates a new operational standard: an inventory of approximately ninety works of modern and contemporary Georgian art, fully prepared for simultaneous local and global bidding.

Historically, when Georgian artists reached the international secondary market, their works were frequently absorbed into broad “Post-Soviet” or “Russian Art” categories in Western catalogues. Staging a live, globally broadcast auction directly in Tbilisi dismantles this practice. It allows international buyers to interact with the market at its source, ensuring the art is contextualised correctly while maintaining complete global access.

This operational framework is the result of a targeted partnership between Reach Art Visual, Art Foundation Anagi, and Hessink’s Tbilisi Auction House. The Dutch auction house provides the technical infrastructure and the strict compliance standards required for international cross-border transactions. Art Foundation Anagi acts as the regional authority, securing the curation and access to significant local collections.

The resulting catalogue functions as a systematic mapping of Georgian art history across three distinct generations. The historical anchor is Alexandre (Shura) Bandzeladze (1927–1992). By maintaining a rigorous non-figurative practice against institutional suppression during the Soviet era, he laid the groundwork for Georgian abstract expressionism and remains a foundational pillar for regional collectors.

Building upon this foundation is the generation that defined independent Georgian contemporary art. This era is represented by Avto Mosiashvili (1939–2023), whose bold, individual approach to abstraction secured his standing as an Honoured Artist of Georgia, alongside Iliko Zautashvili (b. 1952), a pioneer of conceptual art and founder of the National Art Centre, and Lia Bagrationi (b. 1957), whose work synthesises classical sensibilities with contemporary execution.

The current market reality is reflected in the works of artists such as Luka Tsetskhladze (b. 1989). This working generation addresses the immediate conditions of modern Tbilisi, documenting the friction between traditional Georgian identity and rapid globalisation.

While the artistic quality across these generations is well-documented, the domestic market has operated without the necessary commercial infrastructure for the past three decades. A sustainable art ecosystem requires transparent valuation and a structured secondary market. Hessink’s initiated this auction as a deliberate step to build that missing framework, shifting the focus from merely promoting Georgian art to actively institutionalising its market.

Date: 27 April 2026, 19:00

Location: Museum of Modern Art, Tbilisi

In partnership with: Reach Art Visual · Hessink’s Tbilisi Auction House

 

ქართული ვერსია

ავტორი: არჩილ ჩიქოვანი

თბილისმა მყარად დაიმკვიდრა თავი, როგორც რეგიონის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა. ამ პროცესს ხელი შეუწყო ისეთი ინსტიტუციური პლატფორმის არსებობამ, როგორიც თბილისის ხელოვნების ბაზრობაა (Tbilisi Art Fair). ხელოვნების ბაზრობის წარმატებამ დაადასტურა, რომ რეგიონული ბაზარი კონკურენტუნარიანია, საქართველოს დედაქალაქი კი კოლექციონერებისა და გალერისტების ფუნქციურ ჰაბად ყალიბდება. ამ მზარდი ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელება იყო სტაბილური მეორადი ბაზრის განვითარება. 27 აპრილს ეს სტრუქტურული სიცარიელეც შეივსება, როცა თბილისი ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს და გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისკენ საბოლოო ნაბიჯს გადადგამს.

ამ ცვლილების ხილული გამოხატულებაა ის, რაც ამჟამად თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხდება. მუზეუმი წინასააუქციონო გამოფენას მასპინძლობს, სადაც აღიარებულ თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან ერთად ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრებიც არის გამოფენილი. საგალერეო ტექსტების გვერდით მიმაგრებული სააუქციონო ლოტის ნომრები ახალ საოპერაციო სტანდარტზე მიუთითებს: ქართული მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების ოთხმოცდაათამდე ნიმუში მზად არის სააუქციონო გაყიდვებისათვის, რომელიც პრესტიჟულ გლობალურ პლატფორმებზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა.

ამ დრომდე, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებს საერთაშორისო მეორად ბაზარზე „პოსტსაბჭოთა“ ან „რუსული ხელოვნების“ კატეგორიაში ათავსებდნენ. თბილისში საერთაშორისო აუქციონის გამართვა, რომელიც გლობალურ პლატფორმებზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა, ამ უსიამოვნო პრაქტიკას საბოლოოდ დაასრულებს. საერთაშორისო მყიდველებს საშუალება ეძლევათ პირდაპირ იურთიერთონ ქართულ ბაზართან, რაც ჩვენი ხელოვნების სწორ კონტექსტუალიზაციასა და მასზე გლობალურ წვდომას უზრუნველყოფს.

ახალი საოპერაციო ჩარჩო რიჩ არტ ვიზუალის, ხელოვნების ფონდი ანაგისა და ჰესინკის თბილისის სააუქციონო სახლის (Hessink’s Tbilisi Auction House) პარტნიორობის შედეგია. სააუქციონო სახლის ჩართულობა ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, რაც მსგავსი საერთაშორისო ტრანზაქციებისათვის აუცილებელია. ხელოვნების ფონდი ანაგი მსხვილი რეგიონული მოთამაშეა, რომელიც მნიშვნელოვან ადგილობრივ კოლექციებზე წვდომას უზრუნველყოფს; რიჩ არტ ვიზუალმა, ამ შემთხვევაში, აუქციონის კურატორულ ნაწილზე აიღო პასუხისმგებლობა.

ამ თანამშრომლობის შედეგად შერჩეული კოლექცია ქართული ხელოვნების ისტორიის ერთგვარი სისტემატიზებული რუკაა, რომელიც ხელოვანთა სამ სხვადასხვა თაობას წარმოადგენს. კოლექციის ისტორიულ ფუნდამენტს ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის (1927–1992) ნამუშევრები ქმნის. საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, მხატვარმა ქართულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს ჩაუყარა საფუძველი და არაფიგურატიული ხელოვნების ადგილობრივი სკოლა შექმნა.

სწორედ ამ საძირკველზე აღიზარდა თაობა, რომელმაც ქართული თანამედროვე ხელოვნება შექმნა. კოლექციაში ამ ეპოქას ავთო მოსიაშვილი (1939–2023) წარმოადგენს. აბსტრაქციისადმი მისმა თამამმა, ინდივიდუალურმა მიდგომამ მოგვიანებით მას საქართველოს დამსახურებული მხატვრის სტატუსი მოუპოვა. მის გვერდით არიან წარმოდგენილი ილიკო ზაუტაშვილი (დ. 1952), რომელიც საქართველოში კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი და ხელოვნების ეროვნული ცენტრის დამაარსებელია, და ლია ბაგრატიონი (დ. 1957), რომლის შემოქმედებაც კლასიცისტურ მგრძნობელობას გამომსახველობის თანამედროვე ფორმებთან აკავშირებს.

თანამედროვე ხელოვანებიდან აუქციონზე წარმოდგენილი არიან ისეთი არტისტები, როგორიცაა ლუკა ცეცხლაძე (დ. 1989). ამ თაობის შემოქმედება თანამედროვე საქართველოს რეალიებზე ამოიზარდა და ტრადიციული ქართული სახელოვნებო იდენტობისა და სწრაფი გლობალიზაციის დაპირისპირებას ასახავს.

ქართველ ხელოვანთა ამ თაობების ნამუშევრები ყოველთვის მხატვრული ხარისხით გამოირჩეოდა, თუმცა სამი ათწლეულის განმავლობაში შიდა ბაზარს აუცილებელი კომერციული ინფრასტრუქტურა არ ჰქონია. ხელოვნების მდგრადი ეკოსისტემის შექმნა შეფასების გამჭვირვალე სისტემასა და სტრუქტურირებულ მეორად ბაზარს საჭიროებს. ჰესინკის მიერ ინიცირებული აუქციონი სწორედ ამ ფუნქციონალის შექმნას ემსახურება, რასაც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციიდან ფოკუსი ბაზრის აქტიურ ინსტიტუციონალიზაციაზე გადააქვს.

თარიღი: 27 აპრილი, 2026, 19:00

ადგილი: თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

პარტნიორები: რიჩ არტ ვიზუალი · ჰესინკის თბილისის სააუქციონო სახლი

April 13, 2026